"ვალენსიას სათამაშო რგოლებში ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური მეკარის პოზიციაა" - Superdeporte » სპორტის ხაზი

"ვალენსიას სათამაშო რგოლებში ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური მეკარის პოზიციაა" - Superdeporte

"ვალენსიას სათამაშო რგოლებში ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური მეკარის პოზიციაა" - Superdeporte
25-03-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური სპორტული ვებგვერდი, კერძოდ Superdeporte ვალენსიას ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ დადებით კონტექსტში წერს და აღნიშნავს, რომ კლუბის ყველაზე პროდუქტიული წევრი სწორედ ისაა:

"ვალენსიასთვის 2022/2023 წლების სეზონი კატასტროფულია, მათ ეს პერიოდი მალევე უნდა დაივიწყონ. მიუხედავად ამისა, გუნდში მაინც არსებობს სტაბილურად და მაღალი ხარისხით მოთამაშე ფეხბურთელი, - ეს გიორგი მამარდაშვილია, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ნამდვილად არ აქვს, თუმცა თანაგუნდელებს ულაპარაკოდ აღემატება."

"საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი მესტალიას იშვიათი და უნიკალური მოვლენაა, რაც იმით დასტურდება, რომ გიორგი მამარდაშვილის სიმყარე არც გატუზო & ვოროს დუეტს და არც რუბენ ბარახას არ შეურყევია, ის უბრალოდ ხელშეუხებელია. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ვალენსიას სათამაშო რგოლებში (დაცვა, შეტევა, თავდასხმა) ყველაზე მეტად სტაბილური და პროდუქტიული მეკარის პოზიციაა."
- წერს ესპანური ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარის გუნდი ლა ლიგის მე-18 პოზიციას 26 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი