ამერიკული საკალათბურთლი ასოციაციის ლიგის მორიგ ტურში “სან ანტონიო” “პელიკანსს” დაუპირისპირდა” და 84:119 დამარცხდა.
საბედნიეროდ, აღნიშნული შეხვედრა ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილისთვის საუკეთესო აღმოჩნდა. მან მატჩი სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო. 23 წლის ქართველმა 25 წუთის განმავლობაში ითამაშა, 20 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 5 მოხსნა მიითვალა.
აქამდე სანდროს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 12 ქულა გახლდათ.
იხილეთ მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტები: