ბარსელონა მზადაა ჟოაო კანსელოში მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს - ბაიერნი ამ დრომდე უარზეა » სპორტის ხაზი

ბარსელონა მზადაა ჟოაო კანსელოში მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს - ბაიერნი ამ დრომდე უარზეა

ბარსელონა მზადაა ჟოაო კანსელოში მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს - ბაიერნი ამ დრომდე უარზეა
21-03-2023, 21:11
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტიდან 6-თვიანი იჯარის წესით პორტუგალიელი მცველი ჟოაო კანსელო დაიმატა.

თავიდან, მიუნხენში ჟოაოთ უკმაყოფილონი იყვნენ, მაგრამ 28 წლის მცველმა ბოლო მატჩებში ყველა კითხვის ნიშანი გააქრო და რეკორდმაისტერს მისი გამოსყიდვისკენ უბიძგა, თუმცა საქმე იმაშია, რომ მანჩესტერ სიტი კანსელოს ნაცვლად 70 მილიონ ევროს ითხოვს, ეს კი ბაიერნისთვის მიუღებელი თანხაა.

გერმანული გამოცემების თანახმად, ბაიერნს კანსელოს გამოსყიდვა სურს, მაგრამ ამისათვის მანჩესტერ სიტისთან უახლოეს მომავალში ხელახალ მოლაპარაკებებს გამართავენ და გამოსასყიდი თანხის დაწევას შეეცდებიან.

პარალელურად კი იწერება, რომ კანსელოს დამატებით ესპანური ბარსელონა აქტიურადაა დაინტერესებული, ჩავის გუნდს მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და მზადაა, მოთხოვნილი თანხაც გადაიხადოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი