თანაგუნდელები ტრენტს ამშვიდებენ - რით განაწყენდა ინგლისელი მცველი? » სპორტის ხაზი

თანაგუნდელები ტრენტს ამშვიდებენ - რით განაწყენდა ინგლისელი მცველი?

თანაგუნდელები ტრენტს ამშვიდებენ - რით განაწყენდა ინგლისელი მცველი?
1-10-2022, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ გავრცელდა სახალისო ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ ამშვიდებენ ტრენტ ალექსანდერ-არნოლს, მიზეზი კი სულ მარტივია. როგორც ჩანს, ინგლისელ განაპირა მცველს ის რეიტინგი არ მოეწონა, რომელიც "FIFA-მ" ვირტუალურ ფეხბურთში დაუწერა.

აღსანიშნავია, რომ არნოლდი "ლივერპულში" ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგიანი ფეხბურთელია, რაც სავსებით ლოგიკურია, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ჟოაო კანსელოს ტრენტზე ერთით მეტი, 88 რეიტინგი აქვს, რაც ინგლისელისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა. ისიც ცნობილია, რომ ტრენტის რეიტინგში დარტყმას 69 ქულა აქვს, ფიზიკურობას კი 73, რაც მერსესადელთა ფეხბურთელისთვის ყველაზე საწყენი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ალექსანდერ-არნოლდს დარტყმა ნამდვილად არ დაეწუნება, რისი მაგალითიც სულ ახალხან, კერძოდ "ბორნმუთთან" ვიხილეთ, თუმცა "FIFA-ში" ასე არ ფიქრობენ..

შეგახსნებთ, რომ გასულ სეზონში ალექსანდერ-არნოლდმა "ლივერპულთან" ერთად 47 თამაში ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი