"ნაპოლი ოსიმენთან და კვარასთან ერთად უნიკალურ თამაშს აჩვენებს" - ჯიჯი ბუფონი » სპორტის ხაზი

"ნაპოლი ოსიმენთან და კვარასთან ერთად უნიკალურ თამაშს აჩვენებს" - ჯიჯი ბუფონი

"ნაპოლი ოსიმენთან და კვარასთან ერთად უნიკალურ თამაშს აჩვენებს" - ჯიჯი ბუფონი
22-03-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ნაპოლის თამაში შეაფასა და ყურადღება როგორც ხვიჩა კვარაცხელიას, ისე ვიქტორ ოსიმენის გავლენაზე გაამახვილა:

"ლუჩანო სპალეტიმ ჯერ კიდევ რომაში გვიჩვენა, რომ განსაკუთრებული უნარები ჰქონდა. ზოგიერთს ჰგონია, რომ სეზონის გარკვეულ ნაწილში სპალეტის გუნდების სათამაშო ხარისხი დაბლა ეცემა, თუმცა ეს მხოლოდ ჭორია. სინამდვილე ის გახლავთ, რომ წლევანდელი ნაპოლი აბსოლუტურად უნიკალური ფენომენია, რაც იტალიურ ფეხბურთს აქამდე არ უნახავს. მათი შემტევები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი განსაკუთრებულები არიან და მათი სათამაშო სტილი ჩვენთვის ნამდვილად სიახლეა."

აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ კომენტარი ნაპოლისა და ჩემპიონთა ლიგის შესახებაც გააკეთა, გთავაზობთ მას:

"ჩემი აზრით, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის აღმართვა შეუძლია, თანაც მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნაპოლის წილისყრაში გაუმართლა, რადგან სერია A-ს გუნდს შეხვდა. მაგალითისთვის, შემიძლია ჩემი მილანთან ნათამაშები ფინალი გავიხსენო, მაშინ მეტოქე ფეხბურთელებიდან ყველას ახლოს ვიცნობდი და მათი კოზირებიც ვიცოდი. ამიტომ, ვფიქრობ ნაპოლის უკანასკნელ ეტაპამდე მისვლა შეუძლია და თუ ამას მართლა იზამენ, ძალიან ბედნიერი ვიქნები." - თქვა ბუფონმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი