მოგეხსენებათ, მარტის სანაკრებო შესვენება დაწყებულია და ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ - გამონაკლისი არც 35 წლის ლიონელ მესი ყოფილა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ არგენტინის ნაკრებს პირველად შეუერთდა.
სამშობლოში დაბრუნებული ლეო გუშინ საღამოს ოჯახთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, რა დროსაც რესტორნის მიმდებარედ უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა და მესის სახელს სკანდირებდა.
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, სკალონის გუნდი ჯერ 24 მარტს პანამას დაუპირისპირდება, 28 რიცხვში კი კიურასაოს წინააღმდეგ ითამაშებს.
იხილეთ ვიდეო: