ბარსელონას 4 კლუბის ვალი ისევ აქვს - რა სიტუაციაა კატალონიურ კლუბში? » სპორტის ხაზი

ბარსელონას 4 კლუბის ვალი ისევ აქვს - რა სიტუაციაა კატალონიურ კლუბში?

ბარსელონას 4 კლუბის ვალი ისევ აქვს - რა სიტუაციაა კატალონიურ კლუბში?
1-10-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" 4 კლუბის ვალი ისევ აქვს (144 მილიონი ევრო). მაგალითისთვის, ფილიპე კოუტინიო კლუბმა "ლივერპულიდან" 2017 წელს შეიძინა, თუმცა კატალონიელებს მერსესაიდელთა 14 მილიონი ევრო ისევ მართებთ მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი უკვე სტივენ ჯერარდის "ასტონ ვილაში" თამაშობს.

გასულ ზაფხულს, კატალონიურმა გუნდმა ჯამში 134 მილიონი ევრო დახარჯა, რაც უამრავი ფეხბურთელის მოყვანასა და გასხვისებას მოხმარდა. კლუბში გააქტიურდა ეკონომიკური ბერკეტები, რამაც ხელფასების დარეგულირების შესაძლებლობა გააჩინა, რაც ჟოან ლაპორტამ სათავისოდ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, "ბარსელონაში" ისევ არიან ფეხბურთელები, რომლების გარშემოც ფინანსური პრობლემები კვლავ აქტიურია, მაგალითად: ფრენკი დე იონგი, პიანიჩი, დესტი და ასე შემდეგ.

ფაქტია, რომ ჟოან ლაპორტას გუნდი საკმაოდ გაძლიერდა და როგორც მინიმუმ, ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, თუმცა ისიც ცხადია, რომ კლუბში ფინანსური პრობლემები გრძელდება და ხელმძღვანელობამ მათ მოსაგვარებლად მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიღოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი