ინგლისური მედიის მტკიცებით, ტოტენჰემის ადგილობირივი სუპერ ვარსკვლავი, ჰარი კეინი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში იქნება გუნდებისთვის ხელმისაწვდომი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოტენჰემი 29 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს - თავად ფეხბურთელს კი კლუბთან არსებული კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
ცნობისთვის, კეინს საკუთარ მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია, მისი ტრანსფერით კი მანჩესტერ იუნაიტედი და მიუნხენის ბაიერნი აქტიურადაა დაინტერესებული.
ასევე იწერება, რომ ნაკლებად სავარაუდოა კეინი სხვა რომელიმე ინგლისურ კლუბში გადავიდეს, მისი ყოფილი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს აზრით, თუ ინგლისელი კლუბს შეიცვლის, აუცილებლად სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გააგრძელებს კარიერას.