"გიორგის კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს" - შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე » სპორტის ხაზი

"გიორგის კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს" - შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე

"გიორგის კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს" - შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე
21-03-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

უკრაინის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში დონეცკის შახტარმა ლვოვის რუხს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელი გუნდის სასტარტო XI-ში იმყოფებოდა გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც უკრაინულ კლუბში 2023 წლის პირველი იანვრიდან გადაბარგდა. აი, როგორი შეფასება მიიღო ქართველმა მცველმა შახტარის დამრიგებლისგან:

"ამ შეხვედრაში კონკრეტული მიზანი გვქონდა. ჩვენ გვსურდა, რომ შედარებით ახალ და გამოუცდელ ფეხბურთელებს უკრაინის ჩემპიონატში ეთამაშათ, რათა მისი სტილი და ტემპი შეეგრძნოთ, ეს მათ მოტივაციას სამომავლოდ გაზრდის."

"გიორგი გოჩოლეიშვილი ტიპური ლატერალია, მისი ფიზიკური მონაცემები მშვენიერია. მას თავის პოზიციაზე კონოპლიას სახით კარგი კონკურენტი ჰყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ორივესთვის უკეთესი იქნება, რათა მეტად განვითარდნენ და გაძლიერდნენ."
- იგორ იოვიჩევიჩი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი