გერმანიის ნაკრების პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ 20 წლის ჯამალ მუსიალა ტრავმის გამო განაცხადიდან ამოვარდა.
აღნიშნულზე კომენტარი პირველმა გერმანელთა თავკაცმა, ჰანს ფლიკმა გააკეთა:
"ყველასთვის სამწუხაროა, რომ ჯამალი უახლოეს მატჩებში ჩვენთან ერთად არ იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ის კვლავ ითამაშებს სანაკრებო შესვენების შემდეგ, განსაკუთრებით კი სეზონის ბოლო მატჩებში კლუბთან ერთად", - განაცხადა ფლიკმა.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუსიალას ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა დიდია ალბათობა ახალგაზრდა ტალანტმა დორტმუნდთან გასამართი შეხვედრა გამოტოვოს.