ვილი სანიოლი მარტის მატჩებამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი მარტის მატჩებამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

ვილი სანიოლი მარტის მატჩებამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
20-03-2023, 15:03
Aa Aa
გაზიარება:

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მარტის მატჩებთან დაკავშირებით ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტი სხვა საკითხებსაც შეეხო.

ნორვეგისთან დაპირისპირებაზე - “ნორვეგია ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დონის ნაკრებებთან თამაშის კარგი გამოცდილება დავაგროვეთ. მსურს, რომ, ის კარგი შედეგები და სათამაშო ფორმა, რომელიც 2022 წელს ვაჩვენეთ, გავაგრძელოთ და 2023 წელიც კარგად დავიწყოთ. სხვა გუნდების თამაშზე და მათ ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს. რაც შეეხება ნორვეგიის ნაკრებს, თუ მათ ერლინგ ჰოლანდი ჰყავთ, ჩვენ გურამ კაშია გვყავს.”

საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე - “იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, თბილისში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, რთული მოვლენების მიმდინარეობას თვალს ვადევნებდი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, თანამედროვე სამყაროში, ყველა ბავშვსაც კი აქვს სოციალური ქსელების მეშვეობით იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, მათ შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს.”

გაბრიელ სიგუაზე- “სიგუა თანამედროვე პროფილის ფეხბურთელია. გორეცკას ვამსგავსებ, რადგან აქტიურია, მშრომელი და თავისი ასაკისთვის კარგად განვითარებული. სანაკრებო სიაში ის ფეხბურთელი ხვდება, რომელიც თამაშისთვის მზადაა და არა იმიტომ, რომ სასტუმროში დრო გუნდთან ერთად გაატაროს. მისი თამაში ძალიან მომეწონა და გამოძახებამდე მის სანაკრებო შანსზე ბევრი ვიფიქრე. სიგუას დიდი პოტენციალი აქვს, სათანადო დატვირთვა მიეცემა, მე კმაყოფილი ვარ მის მიერ ნაჩვენები ბოლოდროინდელი თამაშებით.”

გიორგი ჩაკვეტაძეზე - “რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მიხარია, რომ ის ჯანმრთელად და კარგ ფორმაშია და ჩვენთან ერთადაა. თუ რომელ პოზიციას მოირგებს ის, ამას მოედანზე ვიხილავთ.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი