"კვარას ვერ გავაჩერებთ, უბრალოდ პირჯვარს გადავიწერთ" - ტორინოს მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"კვარას ვერ გავაჩერებთ, უბრალოდ პირჯვარს გადავიწერთ" - ტორინოს მწვრთნელი

"კვარას ვერ გავაჩერებთ, უბრალოდ პირჯვარს გადავიწერთ" - ტორინოს მწვრთნელი
18-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში ივან იურიჩის ტორინო ლუჩანო სპალეტის ნაპოლის უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის წინ, ტორინოს მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უცნაური კომენტარი გააკეთა, გთავაზობთ მას:

"როგორ შევაჩეროთ კვარა? - ეს შეუძლებელია, ჩვენ თუ მას რამდენიმე ფეხბურთელს მივუჩენთ, მაშინ გამოთავისუფლებულ სივრცეებს სხვები აითვისებენ, ამ ბიჭის განეიტრალება ძალიან რთულია. უბრალოდ პირჯვარს გადავიწერთ და ვილოცებთ, რომ მისი დღე არ იყოს."

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა 18:00 საათზეა ჩანიშნული. ეს მატჩი საკლუბო ფეხბურთში სანაკრებო პაუზამდე ბოლო იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი