"მუდმივად უნდა ვეძებოთ ის, რაც საუკეთესოობას მოგვანიჭებს" - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"მუდმივად უნდა ვეძებოთ ის, რაც საუკეთესოობას მოგვანიჭებს" - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია

"მუდმივად უნდა ვეძებოთ ის, რაც საუკეთესოობას მოგვანიჭებს" - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია
18-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლი ტორინოს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება.

ამავე მატჩის წინ, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, გთავაზობთ მას:

"დროის სვლასთან ერთად, ერთი რამ ყოველთვის მაწუხებს, - ეს საუკეთესოობის ძიება და კმაყოფილების განცდის მიღებაა. ჩვენ გულშემატკივრები იმ სერიოზულობითა და პროფესიონალიზმით შეგვაფასებენ, რომელთაც ნაპოლისგან ამ დროის განმავლობაში დაინახავენ. მე კარიერაში დიდი დრო არ მაქვს დარჩენილი, ამიტომ ვჩქარობ და მსურს, რომ სიტუაციები სწორად და ადეკვატურად შევაფასო, მზად ვარ ნაპოლისთვის ყველაფერი გავაკეთო. საუკეთესო ჰქვია იმას, რისი მიღებისთვისაც განუწყვეტლივ იბრძვი, სწორედ ესაა რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს."

"მსურს, რომ ტორინოზე პატივისცემით ვილაპარაკო. ვფიქრობ, მათ წინააღმდეგ რთული თამაში გველის, ისინი თავიანთ ფეხბურთისადმი დამოკიდებულებას არ შეიცვლიან. ტორინო ხელს ყველაფერში შეგვიშლის რაც კი მათ შესაძლებლობებში შევა. ისინი სიამოვნებას იღებენ იმით, რომ მათ სუნთქვას შენს კისერთან გრძნობ, ტორინო უხეშად თამაშითაც ერთობა."

"ვისურვებდი, რომ იმ მოვლენების მომსწრე და მონაწილე არ ვყოფილიყავი, რაც აინტრახტთან მატჩამდე ნეაპოლში მოხდა. ასეთ მომენტებში მინდა, რომ ამ სამყაროს ნაწილიც კი არ ვიყო."

"მოხარული ვარ, რომ გულშემატკივრები დაგვიბრუნდებიან, მათი მხარდაჭერა გვაძლიერებს და საშუალებას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო ლამაზად ვითამაშოთ."

"თუ აკეთებ იმას, რასაც მიჩვეული ხარ, მაშინ თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ. ჩვენ გუნდურად კარგად გამოვიყურებით, მაგრამ ფეხბურთელების (კვარა, ოსიმენი, ჟიელინსკი, ლოსანო და სხვ) სათამაშო ხარისხი მუდმივი აღნიშვნის ღირსია."
- ლუჩანო სპალეტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი