მას შემდეგ რაც პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მეოთხედფინალურ ეტაპზე მაროკოსთან გამოეთიშა, მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციაზე კი რობერტო მარტინესი დანიშნეს.
მარტის ბოლოს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართება. პორტუგალიის ნაკრების განაცხადში კრიშტიანუ რონალდუც არის.
“რონალდოს სურს თამაში და პორტუგალიის ნაკრების ერთგულია. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასაკს და სხვა ასპექტებს არ ვუყურებ. მას აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს და თავისი გამოცდილება გადასცეს გუნდს" - განაცხადა მარტინესმა.