"პეპი ფსიქოლოგიურ თამაშში გვხლართავს" - სპალეტიმ გვარდიოლას კომენტარს მკაცრად უპასუხა » სპორტის ხაზი

"პეპი ფსიქოლოგიურ თამაშში გვხლართავს" - სპალეტიმ გვარდიოლას კომენტარს მკაცრად უპასუხა

"პეპი ფსიქოლოგიურ თამაშში გვხლართავს" - სპალეტიმ გვარდიოლას კომენტარს მკაცრად უპასუხა
17-03-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ნაპოლის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი უწოდა, რასაც ლუჩანო სპალეტი გამოეხმაურა:

"გვარდიოლამ ეს მხოლოდ იმიტომ თქვა, რათა სხვა გუნდები, მათ შორის ნაპოლიც ფსიქოლოგიურ წნეხში მოაქციოს, ამით კი სარგებელი თავად ნახოს. პეპი ჩვენი შექებით ცდილობს, რომ ნაპოლიზე ზეწოლა გაზარდოს.."

"ჯერჯერობით ჩემი გუნდით სულაც არ ვამაყობ, რადგან არაფერი მოგვიგია, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში სეზონის შუაში ვართ და აღნიშვნის დრომდე ბევრი უკლია."

"სინამდვილეში პეპ გვარდიოლამ კარგად იცის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მისი საქებარი სიტყვები კი უბრალოდ ფსიქოლოგიური თამაშის ნაწილია."
- ლუჩანო სპალეტი

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ნაპოლი მილანს, ხოლო მანჩესტერ სიტი ბაიერნს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი