VIDEO: ტრადიციას არ ღალატობს - როგორ გამოეხმაურა ტომას მიულერი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას? » სპორტის ხაზი

VIDEO: ტრადიციას არ ღალატობს - როგორ გამოეხმაურა ტომას მიულერი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას?

VIDEO: ტრადიციას არ ღალატობს - როგორ გამოეხმაურა ტომას მიულერი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას?
17-03-2023, 17:38
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ მიუნხენის ბაიერნის მეტოქე მანჩესტერ სიტი იქნება.

გუნდები პირველ შეხვედრას ინგლისში, ხოლო საპასუხო მატჩს მიუნხენში გამართავან - ტრადიციულად, ჩემპიონთა ლიგის წილისყრას ერთ-ერთი პირველი მიუნხენელთა შემტევი, ტომას მიულერი გამოეხმაურა:

"1/4 ფინალი კვლავ, მანჩესტერ სიტი... დიდი ხნის წინ, პეპ გვარდიოლამ ბაიერნი დატოვა და ახლა მისი პირველი მატჩია ამ გუნდის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველოდები მატჩს და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საპასუხო შეხვედრა მიუნხენში იქნება. შევხვდებით ბიჭებო!", - ამბობს მიულერი ვიდეოში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.