ლოჩოშვილი: “ყველა ნაკრებთან შეგვიძლია თავის წარმოჩენა” » სპორტის ხაზი

ლოჩოშვილი: “ყველა ნაკრებთან შეგვიძლია თავის წარმოჩენა”

ლოჩოშვილი: “ყველა ნაკრებთან შეგვიძლია თავის წარმოჩენა”
17-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს პირველი არხის გადაცემიდან “საფეხბურთო ტაიმაუტი” ქართველ ფეხბურთელს, ლუკა ლოჩოშვილს დაუკავშირდნენ და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერეს. “კრემონეზეს” მცველმა FIFA-სგან მიღებულ ჯილდოსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

”ძალიან სასიხარულო იყო, FIFA-ს ნომინაციის გამარჯვებული რომ გავხდი. ეს ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო ა, როდესაც ასეთ ფართო ასპარეზზე გაღიარებენ. ეს ფაქტი გუნდშიც კარგად მიიღეს, მომილოცეს და ძალიან გაუხარდათ. დავიდე ბალარდინის დანიშვნის შემდეგ პირველივე ვარჯიშზე დავშავდი და ახლიდან მაქვს ყველაფერი დასამტკიცებელი, რადგან ახალი მწვრთნელია, მე კი დრო გამიცდა და, ფაქტობრივად, ნულიდან ვიწყებ. იმედია, ფორმაში მალე შევალ და თავს ისე წარმოვაჩენ, რომ შემადგენლობაში დავბრუნდე.

ჩვენი მიზანი ლიგაში დარჩენასთან ერთად იტალიის თასის მოგებაა. კრემონეზესთან კონტრაქტი მაკავშირებს. ამიტომ სამწუხარო იქნება, სერია A-დან თუ გავვარდებით. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, სხვა გუნდებისგან როგორი შემოთავაზებები მექნება. ახლა ამაზე საუბარი ძნელია.

საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან მნიშვნელოვანი მატჩი ელის. შესარჩევი ციკლის საშინაო შეხვედრით დაწყება გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს. მოლოდინი ძალიან დიდია. ბოლო დროს კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ, ყველა ნაკრებთან თავის წარმოჩენა და შედეგის მიღწევა შეგვიძლია” – განაცხადა ლუკამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი