"ხვიჩასა და ოსიმენის კონტრაქტებზე სწორედ მაშინ ვიფიქრებთ" - კრისტიანო ჯუნტოლი » სპორტის ხაზი

"ხვიჩასა და ოსიმენის კონტრაქტებზე სწორედ მაშინ ვიფიქრებთ" - კრისტიანო ჯუნტოლი

"ხვიჩასა და ოსიმენის კონტრაქტებზე სწორედ მაშინ ვიფიქრებთ" - კრისტიანო ჯუნტოლი
17-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლისა და აინტრახტის დაპირისპირებას იტალიელთა სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლიც ესწრებოდა, რომელმაც კვარასა და ვიქტორის კონტრაქტებზე მცირედი კომენტარი გააკეთა:

"ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს, რადგან მათი კონტრაქტები გრძელვადიანია. სწორედ ამიტომ, ამავე ფეხბურთელების ხელშეკრულებაზე სეზონის ბოლოს, ზაფხულში ვიფიქრებთ, ჯერ ახალი არაფერია."

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე, ხოლო ოსიმენს 2025 წლამდე აკავშირებს, მსურველი კი ორივეს ძალიან ბევრი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მილანს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი