ფეხბურთში საკლუბო All-Star შედგება? - რა იდეა აქვთ ინგლისელებს » სპორტის ხაზი

ფეხბურთში საკლუბო All-Star შედგება? - რა იდეა აქვთ ინგლისელებს

ფეხბურთში საკლუბო All-Star შედგება? - რა იდეა აქვთ ინგლისელებს
30-09-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

The Times საინტერესო იდეას ასაჯაროვებს, რომლის ინიციატორიც ლონდონის "ჩელსის" თანამფლობელი ტოდ ბოელია. მისი თქმით, საინტერესო იქნებოდა, თუ "პრემიერ ლიგის" საუკეთესო 11-ეული სხვა ჩემპიონატების საუკეთესო და რჩეული ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდებს დაუპირისპირდებოდა, იგულისხმება "ბუნდესლიგა", "სერია ა", "ლა ლიგა" და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, ტოდმა ინგლისის ჩემპიონატის მესვეურებს ისიც შესთავაზა, რომ ინგლისის ჩრდილოეთისა და სამხრეთის საუკეთესო თერთმეტეულებით დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს შეხვედროდნენ, რამაც გულშემატკივართა გულისწყრომა და სიბრაზე უმალვე გამოიწვია. ალბათ, აგრესიის წყარო აღმოსავლეთსა და დასავლეთში მყოფი გუნდების გულშემატკივრები გახდნენ.

"ჩემი აზრით, იმის გარდა, რომ მსგავსი მატჩების ტრასნლირება შემოსავლიანი იქნება, ასევე შევძლებთ, რომ პრემიერ ლიგა ფართო ბაზარზე გავიტანოთ და მისი ხილვის შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს მივცეთ", - ტოდ ბოელი.

შეგახსნებეთ, რომ ტოდ ბოელი ამერიკელია, ამ ქვეყნის ჩემპიონატებში კი All-Star-ის შეხვედრების გამართვა ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც ჩანს, ტოდს ამერიკული სპორტული ფინანსების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალის დანერგვა ევროპაშიც სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი