უარი რუსეთს - კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს? » სპორტის ხაზი

უარი რუსეთს - კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს?

უარი რუსეთს - კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს?
16-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

კონსტანტინე მარადიშვილი რუსეთის ჩემპიონატში, კერძოდ მოსკოვის ლოკომოტივში 2019 წლიდან თამაშობს. გარდა ამისა, მას რუსეთის ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია და წესით, რუსეთის ეროვნულ გუნდშიც უნდა გვეხილა, თუმცა როგორც RB Sport-ისგან ვიგებთ, კონსტანტინეს საქართველოში თამაში აქვს გადაწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ მარადიშვილი რუსეთშია დაბადებული, თუმცა ქართული ფესვები მას საშუალებას აძლევს, რომ ჩვენს რიგებში დაიწყოს ასპარეზობა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონსტანტინე ქართული პასპორტის აღებასთან ძალიან ახლოსაა და თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია.

საგულისხმოა, რომ საქართველოში თამაში უარყო ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონსტანტინე ქართველების გვერდით თამაშს არ გეგმავს.

ამდენად, სიმართლე უახლოეს პერიოდში გაირკვევა და გვეცოდინება შეძლებს თუ არა საქართველო მორიგი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.