"თუ 1% არსებობს, მისი გამოყენებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" - იურგენ კლოპი რეალთან მატჩზე » სპორტის ხაზი

"თუ 1% არსებობს, მისი გამოყენებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" - იურგენ კლოპი რეალთან მატჩზე

"თუ 1% არსებობს, მისი გამოყენებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" - იურგენ კლოპი რეალთან მატჩზე
15-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში ლივერპული საშინაო კედლებში მადრიდის რეალთან 2:5 განადგურდა, სამბურთიანი უპირატესობის სანტიაგო ბერნაბეუზე აღმოფხვრა კი თითქმის შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა რეალთან მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თუ 1/4 ფინალში კვალიფიცირებისთვის 1% არსებობს, ლივერპული ამისთვის ყველაფერს გააკეთებს:

"მადრიდის რეალს სისხლის სუნი სდის, ისინი განსაკუთრებულები არიან და მათი დამარცხება ურთულესი რამაა. მიუხედავად ამისა, თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს, ჩვენ მისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ."

"შევეცდებით, რომ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგად ვითამაშოთ და გამარჯვება დავიმსახუროთ."
- იურგენ კლოპი

შეგახსენებთ, რომ რეალისა და ლივერპულის განმეორებითი შეხვედრა დღეს, 00:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი