ოფიციალურად | სტანისლავ ლობოტკას კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლეებია » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | სტანისლავ ლობოტკას კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლეებია

ოფიციალურად | სტანისლავ ლობოტკას კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლეებია
15-03-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონში ნაპოლის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკა რომ არის, ამას წყალი არ გაუვა.

სლოვაკი ნახევარმცველი ნეაპოლურ გუნდში შუა რგოლის ნამდვილი ბურჯია, ლობოტკა გენიალურად გამოიყურება როგორც ართმევაზე, ისე შეტევის წამოწყების თვალსაზრისით.

როგორც თავად კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, ეს უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ნაპოლიში 2027 წლამდე დარჩება!

ცნობისთვის, სტანისლავი ნეაპოლში 2019 წელს ესპანეთის ჩემპიონატიდან, კერძოდ ვიგოს სელტადან გადაბარგდა.

ოფიციალურად | სტანისლავ ლობოტკას კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლეებია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.