"ფეხბურთელი, რომელიც სრულიად ევროპის სენსაციად იქცა" | New York Times-ის ინტერვიუ კვარასთან » სპორტის ხაზი

"ფეხბურთელი, რომელიც სრულიად ევროპის სენსაციად იქცა" | New York Times-ის ინტერვიუ კვარასთან

"ფეხბურთელი, რომელიც სრულიად ევროპის სენსაციად იქცა" | New York Times-ის ინტერვიუ კვარასთან
14-03-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა გაზეთმა, კერძოდ New York Times-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს ნეაპოლში ამერიკული გაზეთის თანამშრომელი, რორი სმითი ეწვია, რომელთანაც კვარამ საუბარი Grand Hotel Parker's-ის ტერასაზე გამართა, საიდანაც ულამაზესი ვეზუვის ხედი იშლება.

უპირველეს ყოვლისა, სტატიის დასაწყისში თავად ჟურნალისტის შეგონებებს ვხვდებით, სადაც ის ქართველ ფეხბურთელს თავისებურად აღწერს:

"ხვიჩა კვარაცხელია ქალაქ ნეაპოლში 9 თვის წინ გამოჩნდა და უკვე არაერთი ადამიანი ეძახის მას როგორც კვარადონას, ისე კვარავაჯოს. საგულისხმოა, რომ ქართულმა კომპანიამ ამავე ქალაქში ჩარტერული რეისების წარმოება დაიწყო, რათა მოსახლეობის ნაწილმა თავისი საყვარელი ფეხბურთელის თამაში უშუალოდ ტრიბუნებიდან ნახოს. ხვიჩა კვარაცხელიამ ყოველთვის იცის, რომ მის გასამხნევებლად მარადონას სახელობის სტადიონზე ასეულობით ქართველი იქნება, რომლებიც დროშების ფრიალით ყველასგან გამორჩეულები არიან."

"ქართველი ფეხბურთელი თითქმის ერთი წელია აქაა, თუმცა მის გარეგნობას ეს ყველაფერი საერთოდ არ ეტყობა. ხვიჩა კვარაცხელია არ ჰგავს სხვა ამომავალ ვარსკვლავებს, რომლებსაც მოდური ვარცხნილობის დაყენება ახასიათებთ, ხვიჩა თავისებურია, თმაც და წვერიც ზუსტად ისევე აქვს დატოვებული, როგორც აქ ჩამოსვლამდე ჰქონდა, ის უბრალო ბიჭია და ეს მის გარეგნობაშიც კი გამოიხატება."

"იტალიაში მეტოქე გუნდებმა წარმატების საიდუმლო უკვე იციან, - მათ კომპორტის ზონიდან უნდა გამოიყვანონ ნაპოლის 77-ე ნომერი, რომელიც არა მხოლოდ სერია A-ს, არამედ მთელი ევროპის სენსაციად იქცა."


ამ შესავლის შემდეგ, რორი სმითი კითხვებზე გადადის, გთავაზობთ გარკვეულ ამონარიდს ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუდან:

პირველი თვეები ნაპოლიში

"როდესაც აქ ჩამოვედი, თავი სიზმარში მეგონა და ეს ახლაც გრძელდება. ყველაფერი ზღაპრულად განვითარდა და შესაძლოა, რომ ამის გამო ცოტა მოვდუნდი კიდეც, თუმცა მალევე გავიაზრე ჩემივე რეალობა და ყველაფრის კეთება მაქსიმალური კონცენტრაციით დავიწყე. თავდაპირველად, საკუთარ თავში ახალ-ახალ ძალებს ვეძებდი, რათა ყველა გამოწვევისთვის ღირსეულად მეპასუხა."

გამოხმაურება გულშემატკივრობაზე

"ყოველთვის მირჩევნია, რომ ჩემი საქმე ჩუმად ვაკეთო, თუმცა ქომაგებს მადლობას ყოველთვის ვუხდი, მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ მათი იმედები გავამართლო."

ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო სტილი

"ფეხბურთის ასე თავისუფლად თამაში ჩემი ხელწერაა. ეს არის ის, რის საფუძველზეც საკუთარ თავს ვგრძნობ, ფეხბურთის თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ და პროცესით ბოლომდე შეპყრობილი ვარ."

პირველი კონტაქტი მთავარ მწვრთნელთან

"აქ ყოფნის პირველივე პერიოდიდან ლუჩანო სპალეტისთან ბევრი ვისაუბრე და მისგან არაერთი მითითება მივიღე. ზოგადად, იტალიელი სპეციალისტები მოთამაშეებს კარგი ფორმის მიღებაში საუკეთესოდ ეხმარებიან და სპალეტიც ზუსტად ასეთია. ის მეუბნებოდა, რომ დაცვაშიც აქტიური უნდა ვყოფილიყავი, მისთვის პრიორიტეტი გუნდური სულისკვეთება და ერთსულოვნებაა."

გულით და გონებით თამაში

"ცხადია, ჩემთვის მნიშვნელოვანია გულით, ემოციით ვითამაშო, თუმცა არც გონების დაძაბვას უნდა მოვუკლო, ამის გარეშე არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, ჩემთვის უფრო მიმზიდველი ემოციური სტილია, თუმცა თუ ჭკუით თამაშზე უარს ვიტყვი, მაშინ ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევ."

მეტოქე მცველების განსაკუთრებული ყურადღება

"დიახ, ჩემთვისაც შესამჩნევი გახდა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მცველები ჩემს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ, თუმცა სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. უბრალოდ, როდესაც მათ განლაგებას ვუყურებ, ვხვდები, რომ ჩემი ფაქტორი უმნიშვნელო არაა." - ხვიჩა კვარაცხელია New York Times-თან..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი