“ქართველებზე ნადირობაა” - რას წერს Tuttomercato » სპორტის ხაზი

“ქართველებზე ნადირობაა” - რას წერს Tuttomercato

“ქართველებზე ნადირობაა” - რას წერს Tuttomercato
14-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” შეუერთდა და საოცარი ფეხბურთი შემოგვთავაზა, იტალიელების მხრიდან ქართველებისადმი ინტერესი ასმაგად გაიზარდა. “ ქართველ ტალანტებზე ნადირობაა: ბოლონია მექვაბიშვილის პროფილს სწავლობ” - სწორედ ამ სათაურით გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ცნობილმა იტალიურმა წყარომ, Tuttomercatoweb-მა სტატია.

ფაქტს, რომ კვარაცხელიას შემთხვევამ იტალიურ კლუბებში ბუმი გამოიწვია, ზემოთაღნიშნული ვებსაიტიც აღნიშნავს. ახლა უფრო დიდი ყურადღება ექცევათ საქართველოში მოთამაშეებს.

ცოტა ხნის წინ Sassulonews-მა გიორგი მოისწრაფიშვილი და ანრი მექვაბიშვილი “სასუოლოს” დაუკავშირა, თუმცაღა “როსობლუს” შემთხვევა განსხვავებულია - როგორც Tuttomercatoweb-ი გვამცნობს, მექვაბიშვილი კარგი სათამაშო ხარისხის გარდა, პიროვნული მახასიათებლებითაც არის დაჯილდოებული, ამავე დროს თბილისის “დინამოს” მნიშვნელოვანი ფეხბურთელიცაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი