ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ცნობილია რამდენ ხანს იუქმებს ნეიმარი » სპორტის ხაზი

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ცნობილია რამდენ ხანს იუქმებს ნეიმარი

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ცნობილია რამდენ ხანს იუქმებს ნეიმარი
11-03-2023, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ-ს ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარს ტრავმირებულ ტერფზე ოპერაცია ჩაუტარდა - ფრანგულმა კლუბმა დაადასტურა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

საფრანგეთში ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელის სრული სარეაბილიტაციო პერიოდი 3-დან 4 თვემდე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, ამ ფრონტზე პსჟ 63 ქულთ ერთპიროვნულად ლიდერობს და უშუალო კონკურენტ მარსელს 8 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი