"კრიშტიანუ ბაიერნისთვის პრობლემას წარმოადგენდა, მესი კი.." - თომას მიულერი » სპორტის ხაზი

"კრიშტიანუ ბაიერნისთვის პრობლემას წარმოადგენდა, მესი კი.." - თომას მიულერი

"კრიშტიანუ ბაიერნისთვის პრობლემას წარმოადგენდა, მესი კი.." - თომას მიულერი
9-03-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 00:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრა ბაიერნსა და პსჟ-ს შორის გაიმართა, რომელიც გერმანულმა კლუბმა 2:0, ჯამში კი 3:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი თომას მიულერი გახდა, რომელმაც თამაშის შემდეგ გამომწვევი კომენტარი გააკეთა:

"როდესაც კრიშტიანუ რონალდუს რეალს ვხვდებოდით, მათ წინააღმდეგ ძალიან გვიჭირდა, ის ჩვენთვის თავის ტკივილი იყო. რაც შეეხება ლეო მესის, მასთან თამაში ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა და ახლაც იგივე გავაკეთეთ, განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა."

მიუხედავად ასეთი კომენტარისა, მიულერმა ისიც აღნიშნა, რომ ლეო მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მისი მოგება თითქმის მარტომ მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი