იუვენტუსს 15 ქულის დაბრუნებისა და ნაპოლისთან მიახლოების იმედი აქვს | დეტალები » სპორტის ხაზი

იუვენტუსს 15 ქულის დაბრუნებისა და ნაპოლისთან მიახლოების იმედი აქვს | დეტალები

იუვენტუსს 15 ქულის დაბრუნებისა და ნაპოლისთან მიახლოების იმედი აქვს | დეტალები
9-03-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ტურინის იუვენტუსს გარკვეული ხნის წინ 15 ქულა ფინანსური დარღვევების გამო დააკლეს.

იტალიურ მედიაში იწერება, რომ იუვენტუსის ხელმძღვანელობა ფედერალურ სასამართლოს 100 გვერდიან სარჩელს უმზადებს, რათა დაკლებული აინაზღაუროს და ნაპოლის მიუახლოვდეს.

"ბებერი ქალბატონის" ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის განხილვისას უდიდესი როლი მედიის უარყოფითმა ზეგავლენამ იქონია და არა სამართლიანობამ. როგორც პიერლუიჯი მატერა ამბობს, იუვენტუსს ქულების დაბრუნების კარგი შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მასიმილიანო ალეგრის გუნდი სერია A-ს მეშვიდე პოზიციას 35 ქულით იკავებს, დანაკლისის აღდგენის შემთხვევაში კი ტურინელები მე-2 ადგილზე ინტერს 50 ქულით გაუთანაბრდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი