მომდევნო სეზონიდან, შესაძლოა ჟოაო კანსელო ესპანურ გრანდში ვიხილოთ » სპორტის ხაზი

მომდევნო სეზონიდან, შესაძლოა ჟოაო კანსელო ესპანურ გრანდში ვიხილოთ

მომდევნო სეზონიდან, შესაძლოა ჟოაო კანსელო ესპანურ გრანდში ვიხილოთ
29-09-2022, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დროს, ესპანურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი მცველის მომდევნო სეზონიდან საკუთარ გუნდში მიყვანა კარლო ანჩელოტის სურს.

მას შემდეგ, რაც კანსელო 2019 წელს "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, აშკარად შეიმჩნეოდა მისი პროგრესი და დღეს, გვარდიოლასთან ერთად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჟოაო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი იმ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო, რომელმაც ზედიზედ მოახერხა "პრემიერ ლიგის" მოგება და მისი ამჟამინდელი სათამაშო ფორმაც იდეალურია. მიუხედავად "მანჩესტერ სიტიში" წარმატებისა, ესპანური მედიის, კერძოდ Diario AS-ის თანახმად, შესაძლოა, პორტუგალიელმა ცდუნებას ვერ გაუძლოს და მადრიდის "რეალს" შეურთდეს, რადგან სამეფო კლუბი გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს. საგულისხმოა, რომ ანჩელოტის, მარსელოს წასვლის შემდეგ, დაცვის მარცხენა ფლანგზე მხოლოდ ფერლან მენდი დარჩა, ამიტომ გუნდში ამ პოზიციის გაძლიერებას პრიორიტეტად მიიჩნევენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელებს სჯერათ, რომ კანსელოს 50 მილიონად გადაბირებას შეძლებენ, რაც ძალიან საეჭვოა, რადგან ჟოაოს კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ გვარდიოლამ ზინჩენკო "არსენალში" გაუშვა, გუნდში კი სერხიო გომესი "ანდერლეხტიდან" დაიმატა. შესაბამისად, თუ გუნდი კანსელოს შეელევა, მაშინ მარცხენა მცველის პოზიციაზე მთავარი არჩევანი გომესი იქნება, რაც არარეალურად ჟღერს.

ამდენად, ჟოაო კანსელო გვარდიოლას გუნდის რეალური ქვაკუთხედია, რომლის შეძენაც მადრიდის "რეალს" თუ მართლა სურს, მაშინ ესპანელებს ხელახალი შეთავაზების და სატრანსფერო ფასის გაზრდა მოუწევთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი