ცოტა ხნის წინ პსჟ-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნეიმარი ტერფის ტრავმის გამო 3-4 თვეს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავისთის სეზონი ნაადრევად დასრულდა.
მოგეხსენებათ, 8 მარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი შინ პსჟ-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი
დაპირისპირება, ნაგელსმანის გუნდის გამარჯვებით (0-1) დასრულდა.
ცნობისთვის, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 20 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 13 გოლით და 11 საგოლე გადაცემით მოახერხა.