"202-ე და 203-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე", - მბაპეს კომენტარი განმეორებითი მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"202-ე და 203-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე", - მბაპეს კომენტარი განმეორებითი მატჩის წინ

"202-ე და 203-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე", - მბაპეს კომენტარი განმეორებითი მატჩის წინ
6-03-2023, 18:47
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, 8 მარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი შინ პსჟ-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი
დაპირისპირება, ნაგელსმანის გუნდის გამარჯვებით (0-1) დასრულდა.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსალოდნელ შეხვედრაზე კომენტარი პარიზელთა შემტევმა, კილიან მბაპემ გააკეთა - შეგახსენებთ, რომ 24 წლის თავდამსხმელი გასულ ტურში პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი 201 გატანილი გოლით გახდა.

"ამ გუნდში სწორედ იმიტომ ვთამაშობ, რომ ისტორია დავწერო - ამას ყოველთვის ღიად ვამბობდი. მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, რადგან არა მხოლოდ ინდივიდუალური არამედ გუნდური მიღწევებიც მაინტერესებს. ჩემს მიღწევაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა, რის გამოც მათი მადლიერი ვარ.

202-ე, 203-ე და 204-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე თუ არა? რა თქმა უნდა, მეტიც!

გუნდმა თავდაჯერება დაიბრუნა და მიუნხენში სრულიად დამუხტულები ჩავალთ. ახლა უკვე წარმატებას უნდა მივაღწიოთ
", - განაცხადა მბაპემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი