150 მილიონი გამზადებულია | ვიქტორ ოსიმენი & პსჟ ზაფხულში შედგება? » სპორტის ხაზი

150 მილიონი გამზადებულია | ვიქტორ ოსიმენი & პსჟ ზაფხულში შედგება?

150 მილიონი გამზადებულია | ვიქტორ ოსიმენი & პსჟ ზაფხულში შედგება?
9-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი არაერთი მსოფლიო დონის გრანდის ყურადღების ქვეშ მოექცა, ამას სხვადასხვა ქვეყნის გამოცემები ადასტურებენ.

ამჯერად, გთავაზობთ იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჩირო ვენერატოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნაპოლის 9-იანი ზაფხულში პარი სენ-ჟერმენში 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება:

"აურელიო დე ლაურენტისის მიზანია, რომ ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი მაქსიმალურ ფასად გაასხვისოს. ნაპოლისა და პსჟ-ის წარმომადგენლები ვიქტორის თაობაზე ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს. ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტი ოსიმენში 150 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ფრანგულ კლუბს აუცილებლად მოუწევს, რადგან ვიქტორით პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბებიც ინტერესდებიან."

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელმა თავდამსხმელმა ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 21 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი