ბორდომ ქულები დაკარგა | რა შეფასება მიიღო ზურიკო დავითაშვილმა? » სპორტის ხაზი

ბორდომ ქულები დაკარგა | რა შეფასება მიიღო ზურიკო დავითაშვილმა?

ბორდომ ქულები დაკარგა | რა შეფასება მიიღო ზურიკო დავითაშვილმა?
5-03-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის შეხვედრაში ბორდომ და სენტ-ეტიენმა ქულები გაიყვეს, - 1:1.

მატჩის პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა, მეორე ტაიმში კი ბორდო მალევე დაწინაურდა, გოლის ავტორი ბადჯი გახდა. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ის მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა.

ბორდოსთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა და თითქოს 3 ქულაც გარანტირებული იყო, თუმცა მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრასომ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართველი ფეხბურთელის 23 გატარებული წუთი უცხოურმა Sofascore-მ 6.7 სარეიტინგო ქულით შეაფასა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი