ვალენსიამ ქულები კვლავ დაკარგა | რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა? » სპორტის ხაზი

ვალენსიამ ქულები კვლავ დაკარგა | რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

ვალენსიამ ქულები კვლავ დაკარგა | რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?
24-01-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 00:00 საათზე ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ და ალმერიამ ქულები გაიყვეს - 2:2.

მატჩის პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაირა, თუმცა, საგულისხმოა, რომ ტაიმის მიწურულს ალმერიას ბელგიელ ფორვარდს, ლარჯიე რამაზანის გოლის გატანა პენალტის ნიშნულიდან შეეძლო, თუმცა ბურთი ძელს მოარტყა (მამარდამ კუთხე გამოიცნო) და პირველი 45 წუთი ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში მაყურებელმა 4 გოლი იხილა. მესტალიას ბინადრების მხრიდან გოლები ჯასტინ კლუივერტმა და ხოსე გაიამ, ხოლო სტუმრებიდან ჩუმიმ და ფრანცისკო პორტილომ გაიტანეს.

რაც შეეხება ქართველი მეკარის შეფასებას, მას Sofascore-მ ვალენსიას რიგებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება, კერძოდ 6.1 დაუწერა.

ჯენარო გატუზოს ვალენსია ლა ლიგის მე-12 პოზიციას 20 ქულით იკავებს. ისინი მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს, ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ კოპა დელ რეის 1/4 ფინალში გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი