გუშინ, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში ზურიკო დავითაშვილის ბორდო დიჟონს ესტუმრა და მეტოქე გუნდი 0:3 გაანადგურა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა. ზურიკომ მინდორზე 72 წუთი გაატარა და თავი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების გარემარბის შეფასებას, მას უცხოურმა Sofascore-მ 6.9 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რაც ბორდოს რიგებში ნორმალური მაჩვენებელი გახლდათ.
ცნობისთვის, ბორდო ლიგა 2-ის მომდევნო შეხვედრას პირველადგილოსან ლე ავრის წინააღმდეგ 31 იანვარს გამართავს. ამჟამად, დავითაშვილის გუნდი საფრანგეთის მეორე დივიზიონში მე-2 ადგილს 36 ქულით იკავებს.