მიმოხილვა - როგორი იყო ეროვნული ლიგის მეორე ტური » სპორტის ხაზი

მიმოხილვა - როგორი იყო ეროვნული ლიგის მეორე ტური

მიმოხილვა - როგორი იყო ეროვნული ლიგის მეორე ტური
5-03-2023, 12:05
Aa Aa
გაზიარება:

25 თებერვალს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი ჩემპიონატი დაიწყო. 3 და 4 მარტს კი გულშემატკივარმა მეორე ტურის მატჩები იხილა. პარასკევს ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ვიხილეთ, ბათუმის “დინამომ” შინ “საბურთალო” მიიღო. თბილისელები მატჩის პირველი ნახევრის გამარჯვებულები გახდნენ, თუმცა მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე შავიზღვისპირელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს, შოთა ნონიკაშვილის გოლს ბათუმელთა მხრიდან თორნიკე კაპანაძემ, ირაკლი ბიძინაშვილმა და ჯოვინო ფლამარიონმა უპასუხეს. საბოლოოდ მატჩი 3-1 დასრულდა.

გუშინ ქომაგმა 4 შეხვედრა იხილა. დღე “შუქურასა” და “სამგურალის” ჯახით დაიწყო. 10 კაცით დარჩენილ წყალტუბოელებს ლევან ქურდაძემ გაუტანა, პირველი ნახევრის ბოლოს კი მთავარმა მსაჯმა ქობულეთური კლუბის ფეხბურთელიც გააძევა. ფეხბურთელთა რაოდენობის გათანაბრებია მიუხედავად, სტუმრებმა სხვაობა ვერ აღადგინეს, მეტიც მეორე გოლი ცოტნე ფაცაციასგან მიიღეს. ერთი ბურთი ლადო ჩიხრაძემ 95-ე წუთზე გაქვითა.

რაც შეეხევა “ტორპედო” - “დილასა” და “თელავი” - “გაგრას” მატჩებს, ორივე ნულოვანი, უგოლო ფრით დასრულდა. მეორე ტური კი მოქმედი ჩემპიონისა და “სამტრედიას” დაპირისპირებით დაიხურა. თბილისის “დინამომ” მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. სადებიუტო გოლი 17 წლის გაბრიელ სიგუას ანგარიშზეა, თითო კი მოისწრაფიშვილმა(პ), იმრანმა და ზორან მარუშიჩმა გაიტანეს.

მესამე ტურის ხუთივე მატჩი 8 მარტს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.