როგორი იყო ეროვნული ლიგის პირველი ტური » სპორტის ხაზი

როგორი იყო ეროვნული ლიგის პირველი ტური

როგორი იყო ეროვნული ლიგის პირველი ტური
27-02-2023, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

25 თებერვალს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი ახალი სეზონი დაიწყო. საქართველოს ჩემპიონატი პირველ ლიგაში ახლად დაბრუნებული სამტრედიას თამაშმა გახსნა, რომელმაც შინ თელავი მიიღო და ნაჭყებიას ერთადერთი გოლის მეშვეობით დაამარცხა. ამავე დღეს საქმეში გასული სეზონის ჩემპიონი, თბილისი დინამო ჩაერთო. დედაქალაქელებს გორის დილასთან საკმაოდ მძიმე შეხვედრის ჩატარება მოუწიათ, თუმცა ანგარიშით 2-1, კამარასა და სხირტლაძის გოლებით იმარჯვეს.

მეორე სათამაშო დღეს, გუშინ სამი მატჩი გაიმართა. უხვგოლიანი გამოდგა გაგრასა და სამგურალის დაპირისპირება. გულშემატკივარმა 7 გოლი იხილა, გამარჯვებულები წყალტუბოელები აღმოჩდნენ. ეს შეხვედრა მართლაც დაძაბული იყო - ნიკა ხორხელის სადებიუტო გოლები, მუსელიანის ულამაზესი დარტყმა, ნიქაბაძის პანენკა და ა.შ

გოლების სიმწირეს ნამდვილად შევამჩნევდით საბურთალოსა და ტორპედოს მატჩში, რომელმაც ქომაგებს იმედი აშკარად გაუცრუა. შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა. პირველი ტური კი აჭარული დერბით, ბათუმის დინამოსა და ქობულეთის შუქურას დაპირისპირებდით დასრულდა. ბათუმელებმა ანგარიშით 2-1 იმარჯვეს.

მომდევნო ტური 3-4 მარტს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი