ნაპოლიმ წააგო | რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ? » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ წააგო | რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ?

ნაპოლიმ წააგო | რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ?
4-03-2023, 01:36
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნაპოლისა და ლაციოს დაპირისპირება, რომელიც მაურიციო სარის გუნდმა 0:1 ვესინოს გენიალური გოლის წყალობით მოიგო.

ამავე მატჩის ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა, თუმცა მთლიანი გუნდის მსგავსად, განსაკუთრებული ხეირი ვერც კვარამ მოიტანა.

აღსანიშნავია, რომ ვესინოს გოლის ეპიზოდში ბურთი არაეფექტურად სწორედ ქართველმა ვინგერმა მოიგერია, რაც ლაციოს ფეხბურთელმა სათავისოდ გამოიყენა და ყუმბარისებული დარტყმით ნაპოლის კარი აიღო.

რაც შეეხება ხვიჩას შეფასებას, მას Sofascore-მ 7.0 სარეიტინგო ქულა დაუწერა. ცნობისთვის, ნაპოლი ამ წაგებით სერია A-ს პირველ ადგილზე 65 ქულით რჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი