დი მარციო: “კვარაცხელიაზე ამ ტყუილს ამბობენ” » სპორტის ხაზი

დი მარციო: “კვარაცხელიაზე ამ ტყუილს ამბობენ”

დი მარციო: “კვარაცხელიაზე ამ ტყუილს ამბობენ”
1-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუკა დი მარციო გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერი საკითხებში ჩართული ადამიანია. მან “ნაპოლის” ტრანსფერების შესახებაც ისაუბრა:

“ნაპოლიმ კიმ მინ-ჯე და კვარაცხელია ძალიან იაფად იყიდა, განსაკუთრებით ქართველი, რომელიც მხოლოდ 10 მილიონი დაუჯდათ. სიმართლე არ არის, რომ მას არავინ იცნობდა, ეს ტყუილია. უბრალოდ, რუბინი პანდემიის დროს 30 მილიონ ევროს ითხოვდა. ამის მიუხედავად, ნაპოლი აგრძელებდა ფეხბურთელის აგენტთან ურთიერთობის დამყარებას.

კვარას ფასი? მუდრიკში 100 მილიონი გადაიხადეს და უკეთესი ჯერ არაფერი უჩვენებია.”

ხვიჩას ყველა ტურნირის ეგიდით მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.