"ნაპოლის სკუდეტო ჯიბეში აქვს, რა ღირს კვარა?" | მანუელ გეროლინი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის სკუდეტო ჯიბეში აქვს, რა ღირს კვარა?" | მანუელ გეროლინი

"ნაპოლის სკუდეტო ჯიბეში აქვს, რა ღირს კვარა?" | მანუელ გეროლინი
28-02-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

უდინეზეს, ბოლონიასა და რომას ყოფილმა ფეხბურთელმა, მანუელ გეროლონიმ ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მცირედი კომენტარი გააკეთა, გთავაზობთ მას:

"ნაპოლის სკუდეტო ჯიბეში აქვს, მათი სხვაობა სატურნირო ცხრილში სხვა კლუბებთან შედარებით მნიშვნელოვანი და ხელშესახებია. რაც ახლა ხდება, ეს მრავალი წლის განმავლობაში სწორი არჩევანის გაკეთებამ განაპირობა. ნაპოლი ყოველთვის კარგია მაშინ, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, ისინი ყოველთვის მხოლოდ იმდენს ხარჯავენ, რამდენიც შეუძლიათ."

"რა ღირს კვარაცხელია? - ხვიჩას ფასი სკუდეტოს მოგების ტოლფასია. მე როგორც მჯერა, ნაპოლი სერია A-ს მოიგებს, რაც თავისთავად გამოაჩენს იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებსაც გუნდიდან წასვლა მოუნდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაპოლის შეეძლება, რომ ისინი ჩაანაცვლოს."
- თქვა გეროლინიმ

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას ლაციოს წინააღმდეგ გამართავს, ეს შეხვედრა 3 მარტსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი