მალკომმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო - ბრაზილიელ შემტევს რუსეთის ნაკრებში თამაში 2024 წელს შეეძლება » სპორტის ხაზი

მალკომმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო - ბრაზილიელ შემტევს რუსეთის ნაკრებში თამაში 2024 წელს შეეძლება

მალკომმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო - ბრაზილიელ შემტევს რუსეთის ნაკრებში თამაში 2024 წელს შეეძლება
27-02-2023, 18:23
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა, მალკომმა, რომელიც ამჟამად ზენიტში თამაშობს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 წლის ბრაზილიელ შემტევს 2024 წლიდან რუსეთის ნაკრებში თამაში შეეძლება.

ცნობისთვის, მალკომსა და ზენიტს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2027 წლის ივნისს გასდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრაზილიელი ვინგერი რუსეთში დარჩენას მრავალი წლის განმავლობაში გეგმავს.

მალკომმა მიმდინარე სეზონში ზენიტის მაისურით 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გამოჩენა 15 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი