მანეს აჩქარება არ სურს - სენეგალელის პირველი კომენტარი მოედანზე დაბრუნების შემდეგ » სპორტის ხაზი

მანეს აჩქარება არ სურს - სენეგალელის პირველი კომენტარი მოედანზე დაბრუნების შემდეგ

მანეს აჩქარება არ სურს - სენეგალელის პირველი კომენტარი მოედანზე დაბრუნების შემდეგ
27-02-2023, 16:17
Aa Aa
გაზიარება:

ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა უნიონ ბერლინს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დამაარცხა - აღნიშნული გამარჯვებით, ნაგელსმანის გუნდმა გერმანიის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა.

ხსენებული მატჩი სადიო მანესთვის განსაკუთრებული იყო - სენეგალელი ფეხბურთელი 8 ნოემბრის შემდეგ პირველად დაუბრუნდა მოედანს და 30 წუთი ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამაზე მცირე კომენტარი მანემაც გააკეთა:

"მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად გავიარო. უნიონ ბერლინთან 30 წუთი ვითამაშე, შესაძლოა შემდეგ თამაშში 45 წუთი ან ერთი საათი ვითამაშო, ვნახოთ...", - განაცხადა მანემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი