"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი ფენომენია" | ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი ფენომენია" | ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი

"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი ფენომენია" | ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი
28-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ყოფილმა (2005-2009) და ალბანეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ედოარდო რეიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი ნამდვილი ფენომენია:

"ხვიჩას სიკარგეზე იქამდე მქონდა ინფორმაცია, სანამ ის ნაპოლის მაისურს მოირგებდა. საქმე ისაა, რომ გასულ წელს ამხანაგური შეხვედრა სწორედ საქართველოს წინააღმდეგ გავმართეთ, მატჩამდე კი ყველა ქართველი ფეხბურთელის შესწავლა დაგვჭირდა, მათ შორის კვარასიც."

"კვარაცხელია ბრწყინვალე, ფანტასტიკური ფეხბურთელია, ვიტყოდი, რომ ნამდვილი ფენომენია და არ აქვს მნიშვნელობა ბურთით იქნება თუ არა, ის საოცარია და ყოველთვის ურთულესია აჯობო."

"ქართველი ფეხბურთელი ნაპოლისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა და მისი დარტყმა, პასი თუ დრიბლინგი ძალიან ძვირად ფასობს."
- თქვა რეიამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური დაპირისპირება 2022 წლის 29 მარტს შედგა, მატჩი 0-0 დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი