არა ხვიჩა, არა ოსიმენი, არა ლობოტკა | ვინ მიაჩნიათ ნაპოლის შეუცვლელ წევრად? » სპორტის ხაზი

არა ხვიჩა, არა ოსიმენი, არა ლობოტკა | ვინ მიაჩნიათ ნაპოლის შეუცვლელ წევრად?

არა ხვიჩა, არა ოსიმენი, არა ლობოტკა | ვინ მიაჩნიათ ნაპოლის შეუცვლელ წევრად?
27-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ ვინ არის ამ ფორმაციის ნაპოლიში ყველაზე ღირებული ფეხბურთელი. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ თქვა, რომ ნეაპოლელთა შეუცვლელი წევრი სტანისლავ ლობოტკაა, რასაც არ ეთანხმება ტორინოს ყოფილი მოთამაშე, ჯოვანი კვადრი:

"ცალსახაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და სტანისლავ ლობოტკა გუნდისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ, მათი მნიშვნელობა განუსაზღვრელია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მაინც არსებობს კონკრეტული მოთამაშე, რომელსაც სიტყვა ჩანაცვლებადი არ შეესაბამება, ის გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცოა, რომელსაც თამაშში განსხვავების შეტანა ყოველთვის უპრობლემოდ შეუძლია." - თქვა კვადრიმ

ცნობისთვის, ნაპოლი სერია A-ს პირველ პოზიციას 65 ქულით იკავებს და უახლოეს მდევარ ინტერს მთელი 18 ქულით უსწრებს. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, ის ლაციოსთან 3 მარტსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი