"სპალეტისგან საყვედური მიიღო, თუმცა.." | Corriere dello Sport ხვიჩაზე წერს » სპორტის ხაზი

"სპალეტისგან საყვედური მიიღო, თუმცა.." | Corriere dello Sport ხვიჩაზე წერს

"სპალეტისგან საყვედური მიიღო, თუმცა.." | Corriere dello Sport ხვიჩაზე წერს
26-02-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში ემპოლისა და ნაპოლის დაპირისპირება სტუმართა სოლიდური გამარჯვებით, 0:2 დასრულდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მინდორზე 71 წუთი გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ კვარას ეფექტური თამაში ოფიციალურ სტატისტიკაში არ ასახულა, Corriere dello Sport-მა ქართველს შთამბეჭდავი უწოდა:

"ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყველაფერი იოლი ჩანს, ის ფეხბურთს შთამბეჭდავი ბუნებრიობით თამაშობს. კვარამ მონაწილეობა ორივე გოლში მიიღო, ჯერ ჟიელინსკის, შემდეგ კი ვიკარიოს ეპიზოდში ხვიჩას როლი უდიდესი იყო."

"ქართველმა შემტევმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ ლუჩანო სპალეტისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, მწვრთნელისგან, რომელიც არასდროს არაფრით კმაყოფილდება."
- დაწერა იტალიურმა გაზეთმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 3 მარტს გამართავს, მეტოქე კი ლაციო იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი