"კვარაცხელია პენალტის საუკეთესო შემსრულებელია" | ალესანდრო რენიკა » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია პენალტის საუკეთესო შემსრულებელია" | ალესანდრო რენიკა

"კვარაცხელია პენალტის საუკეთესო შემსრულებელია" | ალესანდრო რენიკა
24-02-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

სამპდორიასა და ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო რენიკამ Canale 8-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე მცირედი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი პენალტის საუკეთესო შემსრულებელია:

"პენალტები? - მე გუნდში მეორე შემსრულებელი ვიყავი, პირველი დიეგო იყო. მიმაჩნია, რომ კვარაცხელია ამ საქმეს საუკეთესოდ აკეთებეს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელია, მას შესაბამისი სიმშვიდე მაინც უჭირავს. ცხადია, შეცდომა ყველას მოსდის და პენალტს ყველა აფუჭებს, ასეთ დროს არც ღირს არკვიო ის, უკეთესი იყო მეკარე თუ უარესი შემსრულებელი. ამას რომ თავი დავანებოთ, ხვიჩას საგოლე პასი ნამდვილად ღირს მასზე საწერად და სალაპარაკოდ." - ალესანდრო რენიკა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 21:00 საათზე გამართავს, მეტოქე კი ემპოლი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი