"კვარა & ოსიმენის დუეტს ყველას შეშინება შეუძლია" | ემპოლის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"კვარა & ოსიმენის დუეტს ყველას შეშინება შეუძლია" | ემპოლის მწვრთნელი

"კვარა & ოსიმენის დუეტს ყველას შეშინება შეუძლია" | ემპოლის მწვრთნელი
24-02-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას ხვალ, იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში ემპოლისთან გამართავს, მატჩი 21:00 საათზეა ჩანიშნული.

აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე ემპოლის მწვრთნელმა, პაოლო ძანეტიმ პრესკონფერენცია გამართა და დასძინა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტს ნებისმიერი მეტოქის შეშინება შეუძლია:

"ჩვენ დიდებულ გუნდს ვეთამაშებით, რომლიდანაც მხოლოდ ერთი ან ორი მოთამაშის გამორჩევა არასწორი იქნებოდა. ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ მათი ფორვარდი იმდენივე გოლს იტანს, რამდენიც ემპოლის აქვს მთლიანად. ცხადია, ნიგერიელსა და ქართველს დიდი ძალაუფლება აქვთ და ნებისმიერი მეტოქის შეშინება შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ მათზე არ უნდა ვიფიქროთ, რადგან დანარჩენი მოთამაშეებიც საკმაოდ კარგად გამოიყურებიან."

"ნაპოლი განსაკუთრებული მენტალიტეტის გუნდია, ზოგჯერ ფორვარდებიც კი ჩადიან დაცვის დასახმარებლად, ისინი გასაოცრად გამოიყურებიან. ვფიქრობ, მათ ჩემპიონატის სათავეში ყოფნა დაიმსახურეს, ჩვენთვის კი მათთან პაექრობა უდიდესი პატივია."
- თქვა ემპოლის თავკაცმა

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს 62 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს მთელი 15 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი