VIDEO: "რას აკეთებთ, შეწყვიტეთ" | ნაპოლის ფანებმა ერთმანეთში ჩხუბი დაიწყეს » სპორტის ხაზი

VIDEO: "რას აკეთებთ, შეწყვიტეთ" | ნაპოლის ფანებმა ერთმანეთში ჩხუბი დაიწყეს

VIDEO: "რას აკეთებთ, შეწყვიტეთ" | ნაპოლის ფანებმა ერთმანეთში ჩხუბი დაიწყეს
22-02-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ შეხვედრაში ნაპოლიმ აინტრახტი გერმანიაში 0:2 დაამარცხა და 1/4 ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, იტალიელებისთვის ერთი უსიამოვნო ინციდენტი მაინც დაფიქსირდა, ამის შესახებ Spazionapoli წერს:

"ასეთი რაღაცები გენიალური საფეხბურთო მატჩების დროს არ უნდა ხდებოდეს, ასეთ დროს მთავარი გმირი მხოლოდ მოედანზე ნაჩვენები პერფორმანსი უნდა იყოს და არა ტრიბუნებზე განვითარებული მოვლენები."

"საქმე ნაპოლის ტიფოზებს ეხებათ, რომლებმაც ერთმანეთში ჩხუბი ატეხეს. ზოგი მათგანი დანარჩენ გულშემატკივარს თავიანთ ადგილზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა, რამაც ფანების ნაწილის განრისხება გამოიწვია, ამას კი შიდა სექტორში დაძაბულობა და ჩხუბი მოჰყვა. ნეაპოლელებმა ჯერ ცხარე დისკუსია გამართეს, შემდეგ კი ფიზიკურ შეტევაზეც გადავიდნენ."
- წერს იტალიური გვერდი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და ფრანკფურტის აინტრახტის განმეორებითი 1/8 ფინალური შეხვედრა 15 მარტს, 23:55-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი