VIDEO: ჩხუბი ცივი იარაღით | ნაპოლისა და რომას ფანები ერთმანეთს გადაეყარნენ » სპორტის ხაზი

VIDEO: ჩხუბი ცივი იარაღით | ნაპოლისა და რომას ფანები ერთმანეთს გადაეყარნენ

VIDEO: ჩხუბი ცივი იარაღით | ნაპოლისა და რომას ფანები ერთმანეთს გადაეყარნენ
9-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ, რომასა და ნაპოლის ფანებმა ერთმანეთში ცივი იარაღებით იჩხუბეს, არიან დაჭრილები და დაკავებულები.

აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობას 300-მდე გულშემატკივარი იღებდა. ეს ჩხუბი არეცოსთან ახლოს მდებარე გზატკეცილზე მოხდა, რომლის ამსახველი ვიდეოც ინტერნეტში მალევე გავრცელდა - იხილეთ ვიდეო.

რომასა და ნაპოლის გულშემატკივრების შეტაკება იქამდე მოხდა, სანამ მათი გუნდები გუშინდელ შეხვედრებს გამართავდნენ. შესაბამისად, ნეაპოლელები გენუაში მიდიოდნენ, რომას ფანებს კი გეზი მილანისკენ ჰქონდათ აღებული, რა დროსაც მათ მასშტაბური ჩხუბი დაიწყეს.

როგორც იწერება, ადგილობრივმა პოლიციამ ორივე გუნდის გულშემატკივართა ბანაკში 100-მდე ადამიანი დააპატიმრა. იტალიური პრესიდან ვიგებთ იმასაც, რომ ჩხუბი ნეაპოლელების წამოწყებული იყო, მათ რომას ფანების ავტობუსს ქვები და მაშხალები დაუშინეს, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა.

სამწუხაროდ, ამ დაპირისპირების შედეგად, რომას ერთ-ერთი გულშემატკივარი მძიმედ დაიჭრა, ის არეცოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი