ოლივერ გლასნერი: “კვარაცხელია შანსებს ქმნის” » სპორტის ხაზი

ოლივერ გლასნერი: “კვარაცხელია შანსებს ქმნის”

ოლივერ გლასნერი: “კვარაცხელია შანსებს ქმნის”
22-02-2023, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდგომ ფრანკფურტის “აინტრახტის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა შეხვედრის შესახებ ისაუბრა, მატჩი შეაფასა:

“დამსახურებული, მაგრამ ძალიან მწარე წაგებაა. სა კოლო მუანის პირდაპირ წითელი ბარათი ძალიან დასანანია, შეიძლებოდა ყვითელი ყოფილიყო. ნაპოლი აშკარად ძლიერი გუნდია, კვარაცხელია მომენტებს ყოველთვის ქმნის.

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ თუ სიარულს სწავლობ, აუცილებლად დაეცემი. ჩვენ დავეცით, თუმცა ვეცდებით, რომ სიარული განვაგრძოთ. ნეაპოლში ტურისტებად არ ჩავალთ.”

შეგახსენებთ, რომ “აინტრახტისა” და “ნაპოლის” განმეორებითი მატჩი იტალიაში 15 მარტს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი