დი ლორენცო: “ხვიჩამ შესანიშნავი გადაცემა მომცა” » სპორტის ხაზი

დი ლორენცო: “ხვიჩამ შესანიშნავი გადაცემა მომცა”

დი ლორენცო: “ხვიჩამ შესანიშნავი გადაცემა მომცა”
22-02-2023, 02:36
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლიმ” ჩემოიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი მოიგო. იტალიელებმა ფრანკფურტის “აინტრახტი” სტუმრად 2-0 ვიქტორ ოსიმენისა და ჯოვანი დი ლორენცოს გოლებით დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კაპიტანს მეორე გოლის ეპიზოდში ქუსლით ულამაზესი გადაცემა გაუკეთა.

დი ლორენცომ მატჩის შემდგომ Sky Sports-თან ისაუბრა:

“ვიცოდით, რთული შეხვედრა რომ გველოდა. მაინც შევძელით და სივრცეები ავითვისეთ. რიგ მომენტებში უკეთ უნდა გვემოქმედა, მაგრამ ასეგი მეტოქის წინააღმდეგ თამაში რთულია. ბედნიერი ვარ შედეგით. გუნდის მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა.

ჩემი გოლის მომენტში ხვიჩამ კარგად იმოქმედა. მან ქუსლით არაჩვეულებრივი გადაცემა გამიკეთა, მე უბრალოდ გოლი გავიტანე.”

განმეორებით მატჩს “სტადიო დიეგო არმანდო მარადონა” 16 მარტს უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.